პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”
იმპრესიონიზმის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, დიდი ფრანგი მხატვარი - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები) ბავშვობაში საეკლესიო გუნდში მღეროდა და შესანიშნავი ვოკალური მონაცემებითაც გამოირჩეოდა. პიერის დიდებული ხმა გახლდათ მიზეზი იმისა, რომ რენუარის მშობლები დარწმუნებული იყვნენ შვილის წარმატებულ მუსიკალურ კარიერაში. ისინი გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ თავიანთ პატარა ვაჟს, რომ კიდევ უფრო განევითარებინა საკუთარი ტალანტი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, რენუარმა არჩევანი მხატვრობის სასარგებლოდ გააკეთა. მხატვრის ბიოგრაფები გვამცნობენ, პიერი იმდენად სწრაფად და ეფექტურად მუშაობდა ნახატების შექმნაზე, რომ ცამეტი წლის ასაკში მყოფმა არა მხოლოდ სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთ-ერთმა საუკეთესო მხატვარმა, არამედ იმდენი ფულიც კი დააგროვა, სახლი უყიდა თავის ოჯახსო. ის, რომ რენუარი ძალიან სწრაფად მუშაობდა ტილოს შექმნაზე, მოწმობს მის მიერ სულ რაღაც 35 წუთში დახატული გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – რიხარდ ვაგნერის პორტრეტი. ცნობილია, რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ამ მეტად ნაყოფიერმა ფრანგმა მხატვარმა – 1000-ზე მეტი სურათი დახატა. – (ავტორი გენია.ჯი)