კლოდ მონე – „ეპიზოდი”
იმპრესიონიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელ ფრანგ მხატვარს - კლოდ მონეს (1840-1926 წლები) საშინლად სძულდა სკოლა. იგი გაკვეთილებზე დასწრებას მდინარის სანაპიროებსა და კლდეებზე განმარტოებით ხეტიალს არჩევდა. (ავტორი გენია.ჯი) 15 წლის ასაკში მყოფმა მონემ ქალაქ ჰავრში სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო კარიკატურისტმა. ამ დიდებული მხატვრის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც იგი შეკვეთებით ხატავდა კარიკატურებს. თითოეული კარიკატურის დახატვაში კი მონე იმ დროისათვის საკმაოდ კარგ გასამრჯელოს – 20 ფრანკს იღებდა. მუშტარი მონეს მართლაც რომ ბევრი ჰყავდა, რის გამოც მან შესანიშნავად აიწყო თავისი ფინანსური მდგომარეობა.
ცნობილი ფაქტია, რომ კლოდ მონე (რიგი გენიალური მხატვრებისაგან განსხვავებით) სახელოსნოში მიშაობას ყოველთვის არჩევდა ბუნების წიაღში მუშაობას. თავის ერთ-ერთ შედევრ-ტილოების სერიაზე – „ვერხვები”, მუშაობა ხელოვანმა წესისამებრ ბუნების წიაღში დაიწყო. რამდენიმე ხანში მონეს აცნობეს, რომ იმ ადგილას, სადაც მხატვარი „ვერხვებზე” მუშაობდა, ხეების მოჭრას აპირებდნენ. აღნიშნულმა ინფორმაციამ ხელოვანი დიდ საგონებელში ჩააგდო, რადგან მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მათზე მუშაობა დასრულებული. იმისათვის, რომ გენიალურ ფრანგ მხატვარს მუშაობა დაესრულებინა, სახელმწიფოსაგან ის მიწის ნაკვეთი გამოისყიდა (ხეებითურთ), სადაც თავიდანვე დაიწყო მუშაობა სურათების სერიაზე, სახელწოდებით – „ვერხვები”. – (ავტორი გენია.ჯი)
ერთ-ერთი ტილო სურათების სერიიდან – „ვერხვები”