ვესტალები – „ეპიზოდი”
ოჯახის კერიის მფარველი ძველ რომაული ქალღმერთის – ვესტას ქალწულ მსახურებს – ვესტალებს, ოცდაათი წლით ჰქონდათ განსაზღვრული უბიწოების ხელშეუხლებლად დაცვის ვადა. პირველ ათწლეულში ისინი სწავლობდნენ იმას, რაც უნდა ეკეთებინათ, შუა (მეორე) ათწლეულში შესწავლას ასრულებდნენ, ხოლო მესამე ათწლეულში თავად ასწავლიდნენ სხვებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მათ ნება ეძლეოდათ, სურვილისდა მიხედვით, ხელი აეღოთ წმიდა სამსახურზე და სხვაგვარი ცხოვრება დაეწყოთ. მათ შორის ეძლეოდათ დაქორწინების უფლებაც. მიუხედავად ამისა, ვესტალების უმეტესობაში იმდენად ფესვგადგმული გახლდათ კულტი ქალღმერთის სამსახურისა, რომ ისინი სიკვდილამდე იცავდნენ თავშეკავებული ცხოვრების წესსა და ქალწულებრივ უბიწოებას.
იმ შემთხვევაში, თუ ვესტას ქურუმი ქალები საზოგადოებაში ლექტორთა თანხლებით გამოჩნდებოდა და ამ დროს გზად გადააწყდებოდნენ პირს, რომელიც სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, სასიკვდილო განაჩენი უქმდებოდა. ოღონდ ესაა, რომ ვესტას ქალქულებს უნდა დაეფიცათ, რომ ასეთი სახის შეხვედრა სრულიად შემთხვევითი და წინასწარ განუზრახველი იყო.
სასჯელი ვესტალებსაც ემუქრებოდათ გადაცდომის შემთხვევაში. ასეთ დროს უზენაეს ქურუმს დასასჯელი ქალწული ჩაბნელებულ ადგილას გაჰყავდა, სადაც აშიშვლებდა, ზურგზე ტილოს აფარებდა და როზგავდა. თუკი დანაშაული დიდი იყო (მაგალითად, ქალწულობის დაკარგვა), დამნაშავეს ცოცხლად მარხავდნენ ეგრეთ წოდებული „კოლინის ჭიშკართან”. – (ავტორი გენია.ჯი)