„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„როდესაც კაცს ამუშავებ და შრომას არ დაუფასებ, მაშინ იმას კუჭზე მეტად სული ეწვის, მისი კაცური ღირსება ითელება, კაცი ზნეობრივად ბეჩავდება და თავისი სულიერი წყობით მონას ემგვანება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ გზას აუცილებლად დასასრულიც აქვს. უწინ იტყოდნენ ხოლმე: ყველა გზა რომისკენ მიდისო. მე კი მოგახსენებთ: ტყუილია, ჭორია! ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს”.
* * *
„ღალატი შურისსაძიებლად არ გამოდგება”.
* * *
„არ მიყვარს მქირდავი ადამიანი, ყველაფერს რომ დასცინის და ეჭვის თვალით უცქერის. ასეთი კაცი ცხოვრებაში მძაღე ნიგოზივით არის: ყველანაირ საჭმელს გაამწარებს, თუ ერთი ბეწოც სადმე შეერია”.
* * *
„თეთრი ყვავი გინდა გახდე? თეთრი ყვავების დრო წავიდა, ახლა ყველა ყვავი შავი უნდა იყოს, თორემ სიცილს დაგაყრიან, აგითვალწუნებენ, რატომ ჩვენი ფერისა არ არისო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც შეუძლია სიყვარულის გამო წყალში გადავარდეს, მეგობრისათვის სიცოცხლე გასწიროს, დაჩაგრულს გვერდში ამოუდგეს – ქვეყანას სწორედ ისინი აძლევენ დიდ სიმტკიცეს და სილამაზეს. კაცის ცხოვრებას ისინი უწერენ დიდ კანონს!”
* * *
„ორი რამ არის ქვეყანაზე ერთნაირად წმიდათაწმიდა, რომლის ღალატი უდიდეს ცოდვად ჩაეთვლება ადამიანს: ბრძოლის ველზე დაქცეული სისხლი და შრომაში დაღვრილი ოფლი”.
* * *
„ქვეყანას ბობოქარი და მოუსვენარი ადამიანები აშენებენ, როცა ისინი სიკეთის მოციქულები არიან, და ქვეყანას ბობოქარი და მოუსვენარი ადამიანები ანგრევენ, როცა ისინი ეშმაკის კვალზე შედგებიან”.
* * *
„დიდმა სიყვარულმა დიდი შენდობა იცის”.
* * *
„უძლეველია შეყვარებული ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)