მიწისძვრების შესახებ…

სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, წელიწადში საშუალოდ, დედამიწაზე 500 000-ჯერ ხდება ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა, ანუ – მიწისძვრა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე სტატისტიკოსების ცნობით, ადამიანები ამ რაოდენობის მიწისძვრებიდან მხოლოდ მეხუთედ ნაწილს შეიგრძნობენ. უმნიშვნელო ძალის მქონე მიწისძვრები, რომლებიც ადამიანებისთვის შეუმჩნეველი რჩება, დღეში საშუალოდ – 8 000-ჯერ ფიქსირდება. მიწისძვრა, რომელიც იგრძნობა, ჩვენს პლანეტაზე წელიწადში საშუალოდ – 55 000-ჯერ ხდება. საშუალო და დიდი სიძლიერის მქონე მიწისძვრები კი, რომელთაც დამანგრეველი შედეგების მოტანა ძალუძთ, და რომელთა სიმძლავრე რიხტერის შკალის მიხედვით – 5 ბალიდან 8-9 ბალამდე მერყეობს, დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ – 1 000-ჯერ ფიქსირდება. განსაკუთრებული ძალის მქონე მიწისძვრა, რომელსაც კატასტროფული შედეგები ახლავს თან, საბედნიეროდ, მეტად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ასეთი მასშტაბის მიწისძვრა (9 – 9,9 მეათედი ბალის სიმძლავრის) დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ – ერთხელ ხდება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ დღემდე 10 ბალზე მეტი სიძლიერის მქონე მიწისძვრა არასოდეს დაფიქსირებულა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>