ინდონეზია – „ეპიზოდი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში არსებულ – ინდონეზიის რესპუბლიკაში განქორწინების პროცედურა ერთობ გამარტივებული წესით არის გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მოქმედებს ფრიად უცნაური კანონი, რომლის თანახმადაც, განქორწინების მსურველი თითოეული ადამიანი ვალდებულია მინიმუმ – 5 ხე მაინც დარგოს. ხეების დარგვა არც ქორწინებისას არის უცხო ინდონეზილებისთვის. იმავე კანონის მიხედვით, პირველი ქორწინების შემთხვევაში, წყვილმა სრულიად საკმარისია ერთი ხე დარგოს. მეორე ქორწინების დროს კი, რაც არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა მალაის არქიპელაგის კუნძულებზე განთავსებულ ქვეყანაში, წყვილი ვალდებულია – 3 ხე შემატოს ბუნებას. – (ავტორი გენია.ჯი)