ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
„მსოფლიო მიზიდულობის კანონის” ავტორი, დიდი ინგლისელი მეცნიერი – სერ ისააკ ნიუტონი (1643-1727 წლები) ასკეტური ცხოვრების მიმდევარი სწავლული გახლდათ. იგი ყოველთვის გაურბოდა ლონდონში ტრადიციად ქცეულ ბოჰემურ ცხოვრებას, ხალხმრავლობას და თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგაც აქტიურად გამოდიოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ნიუტონი მწყრალად იყო განწყობილი მხატვრული ლიტერატურის მიმართაც. პოეზიას კი ეცნობოდა, თუმცა არც მის მიმართ ჰქონია დადებითი შთაბეჭდილება შექმნილი. ისააკს არც მუსიკალური საღამოები და არც თეატრები არ იზიდავდა. როგორც თავად აღნიშნავდა, ოპერაში ერთადერთხელ იყო ნამყოფი და ისიც… „ოპერის პირველ მოქმედებას დიდი სიხარულით დავუგდე ყური, მეორე მოქმედება ჩემი მოთმინების ნამდვილ გამოცდად იქცა, მესამე მოქმედების დაწყებისთანავე კი იქაურობა დავტოვე”. – წერდა უნივერსალური სწავლული თავის დღიურში. – (ავტორი გენია.ჯი)