პერიკლე – „ეპიზოდი”
„თავისუფლება – გახლავთ ფრიად საიმედო განძი მათთვის, ვისაც შესწევს სიმამაცე, დაიცვას იგი”. – წერდა მადლიერი ბერძენი ხალხის მიერ „ოლიმპიელად” წოდებული დიდი ძველ ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე, გულადი მხედართმთავარი და სახელოვანი ორატორი – პერიკლე (ჩვ.წ.აღ-მდე 494-429 წლები). ეს ის პერიკლეა, რომელმაც სხვა მამულიშვილებთან ერთად სათავე ჩაუყარა ათენურ დემოკრატიას. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსოფიის მოყვარული სახელმწიფო მოღვაწე მოხიბლული გახლდათ პროტაგორასა და ანაქსაგორას ფილოსოფიური მსოფლმხედველობით. რამდენიმე ხანში, ანაქსაგორა, რომლის ფილოსოფიამაც დიდი გავლენა იქონია პერიკლეზე, „ოლიმპიელის” ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად იქცა. გარდა ანაქსაგორასი, პერიკლეს ახლო მეგობრობა ასევე აკავშირებდა გენიალურ ძველ ბერძენ დრამატურგთან – სოფოკლესთან. ცნობილი ფაქტია, რომ იგი დიდად უწყობდა ხელს ათენში ხელოვნების განვითარებას. ამ გონიერმა კაცმა არაერთხელ გაუწია სპონსორობა ბერძნული ტრაგედიის ტიტანს – ესქილეს. მის მიერ არაერთხელ იქნა დასპონსორებული ესქილეს პიესა (ტრაგედია) – „სპარსელები”, სადაც ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს – პერიკლე წარმოადგენდა. აღნიშნულმა პიესამ პერიკლეს ავტორიტეტი კიდევ უფრო მაღლა აწია და იგი ყველაზე პოპულარულ პიროვნებად აქცია ათენში. „ხელოვნება ყველას ეკუთვნისო” იტყოდა ხოლმე და იმისათვის, რომ ღარიბი თანამოქალაქეები ბერძნული დრამებით უფასოდ დაეტკბო, იგი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უწევდა სუფსიდირებას აღნიშნულ ღონისძიებას. სანამ საჯაროდ სიტყვით გამოვიდოდა, ლოცვას აღავლენდა ხოლმე ღმერთებისადმი, რათა სიტყვით გამოსვლის დროს ერთი არაგონიერი სიტყვაც არ წარმოეთქვა. შესაშური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, ისტორიკოსებმა ათენურ ოქროს საუკუნეს – „პერიკლეს საუკუნე” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)