მაქსიმილიან რობესპიერი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი და იაკობინელთა მიერ წარმოებული ტერორის ერთ-ერთი ფუძემდებელი - მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობესპიერი (1758-1794 წლები), რომელიც რესპუბლიკას 1793-1794 წლებში ხელმძღვანელობდა, ბავშვობიდანვე დაეწაფა სწავლას. იგი სერიოზულად იყო გატაცებული ანტიკური ხანის შესწავლით. ლათინური ენიდან აკეთებდა შესანიშნავ თარგმანებს, რის გამოც ერთი პერიოდის განმავლობაში – „რომაელის” თიკუნითაც მოიხსენიებდნენ. პარიზში არსებულ ლუი I დიდის სახელობის მქონე კოლეჯში სწავლის მიმდინარეობისას რობესპიერი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა. მიზერული სტიპენდია, რომლითაც კოლეჯი თავის საუკეთესო შეგირდებს აჯილდოვებდა, მაქსიმილიანს რამდენიმე თუ ჰყოფნიდა. რამდენიმე ხანში იგი სამეფო ოჯახის მფარველობაში მყოფი სასწავლებლის საუკეთესო მოსწავლედ იქცა, რამაც მას გზა გაუხსნა საფრანგეთის მონარქთა ოჯახისაკენ. 17 წლის ასაკის მქონე რობესპიერი ქება-დიდებით აღსავსე ლექსებს უკითხავდა მეფე – ლუი XVI-სა და დედოფალ – მარი ანტუანეტს. ჩამოძონძილი ტანისამოსით მაქსიმილიანი სასახლის კარზე რაღა თქმა უნდა, ვერ გამოჩნდებოდა, რის გამოც მას კოლეჯმა სპეციალურად შეუძინა ახალი ტანსაცმელი. მაშინ ალბათ, თავში აზრად არავის მოუვიდოდა ის გარემოება, რომ ყმაწვილი, რომელიც სამეფო წყვილს დითირამბებით აღსავსე ლექსებს უკითხავდა, სულ რაღაც ოციოდე წლის გასვლის შემდგომ მეფე-დედოფლის წყვილს ეშაფოტზე აიყვანდა და თავებს დააყრევინებდა. – (ავტორი გენია.ჯი)