ჯეიმზ I სტიუარტი – „ეპიზოდი”

მას შემდეგ, რაც 1603 წელს შოტლანდიის ერუდირებური მეფე – ჯეიმზ VI სტიუარტი (1566-1625 წლები) ინგლისის სამეფო ტახტზე – ჯეიმზ I-ის სახელით ავიდა, იგი ვალდებული გახდა შოტლანდიიდან (ედინბურგიდან) ინგლისში (ლონდონში) გადასახლებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისში წასვლის წინ მეფემ შოტლანდიელებს საჯაროდ აღუთქვა, რომ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჩავიდოდა შოტლანდიაში, თუმცა მან მთელი თავისი მმართველობის – 23 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ – 1617 წელს მოახერხა სამშობლოში ჩასვლა. პოეზიის მოყვარული მეფე, რომელიც თავადაც წერდა ხოლმე ლექსებს ლათინურ და შოტლანდიურ ენებზე (მის კალამსვე ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი დემონოლოგიის, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ტრაქტატებისა), ის ერთ-ერთი პირველი ადამიანია ისტორიაში, რომელმაც დაწერა ტრაქტატი თამბაქოს მავნებელი თვისებების შესახებ. „მავნე – ცხვირისათვის, მავნე – ტვინისათვის და საფრთხის მატარებელი ფილტვებისათვის”. – ასე ახასიათებდა ჯეიმზი თამბაქოს ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>