გუსტავ კურბე – „შეხვედრა”
„შეხვედრა” – წარმოადგენს ფერწერაში რომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამსრულებლისა და რეალიზმის ფუძემდებელი დიდი ფრანგი მხატვრის – გუსტავ კურბეს (1819-1877 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის მიმაღლე 129, ხოლო სიგანე – 149 სანტიმეტრია. მხატვარმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელოვნების მიზანი შიშველი სინამდვილისა და ცხოვრებისეული პროზის ასახვა იყო, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, აღნიშნულ ტილოზე მუშაობა 1854 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.
სურათზე გამოსახულია ტილოს ავტორის შეხვედრა კურბეს კეთილისმყოფელ პირად მეგობართან და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერთან – ალფრედ ბრუიასთან, მის მსახურთან – კალასთან და ძაღლთან მონპელიეში მოგზაურობის ჟამს. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, სურათის სიუჟეტი აღებული იქნა მოხეტიალე აგასთენეს შესახებ შეთხზული ლეგენდიდან. გუსტავმა სურათი საჩუქრად მის მფარველ მეგობარს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ, იგი პირველად წარმოადგინა ფართო აუდიტორიის წინაშე 1855 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე. კრიტიკოსებმა ფრანგი მხატვრის ტილო მასხრად აიგდეს და მას თიკუნად – „Bonjour, Monsieur Courbet” შეურჩიეს. მას შემდეგ ბრუიასს მეგობრის მიერ სულგრძელად ნაჩუქარი ტილო აღარსად გამოუფენია. 1868 წელს ალფრედმა კურბეს ნამუშევარი – „შეხვედრა” მონპელიეში განთავსებულ „ფაბრეს მუზეუმს” უსახსოვრა, სადაც დღემდეა იგი დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)