წმინდა ჰიერონიმე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი რელიგიური მამათაგანი – წმინდა ჰიერონიმე, რომელიც ჯერ სირიაში იყო განდეგილად, ხოლო შემდეგ ბეთლემის მამათა მონასტერს წინამძღვრობდა, ამბობდა, რომ თუკი ქალიშვილი იცინის, ჭამს, სვამს და მოდისდამიხედვით ფაქიზად იცმევს, ეს ამბავი ყოველგვარ ქალურ სიფაქიზეს ეწინააღმდეგებაო. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, იგი ქალიშვილებს საყურეების ტარებასა და თევზის ჭამასაც უკრძალავდა. წმინდანი ბრძანებდა, რომ მათ უნდა ეჭამათ მცირედ შეკაზმული მხალეული ან მუდამ შივრები უნდა ყოფილიყვნენ. თავის მხრივ, კი, შიმშილი არ უნდა ეგრძნოთ. მისი უპირველესი მოწოდება იყო, რომ ქალიშვილებს ტანი უხეში ნაჭრის ცუდად შეკერილი ტანისამოსით შეემოსათ, რათა სხეული სრულად დაფარვოდათ. გარდა ამისა, წმინდა ჰიერონიმეს რჩევა იყო, რომ მათ ისეთი მეგობარი ქალი შეერჩიათ, რომელიც სერიოზული, ფერმკრთალი, მჭმუნვარე და ცოტა დაუდეგარი იქნებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)