ანდაზები

„დედ-მამა შვილისთვის, შვილი კი თავისთვისაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაჭირვება აღმართში აგახტუნებსო”.

* * *

„შეშინებულმა ძაღლმა სამ დღეს ბუჩქს უყეფაო”.

* * *

„ერთი არის მთოხნელიო, ოცდახუთი მცოხნელიო”.

* * *

„ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კარგმა ოჯახმა კარგი გამომიყვანა და ავმა ავიო”.

* * *

„ურიამ თქვა: ღმერთო, ჩემს შვილს პირველად წააგებინეო”.

* * *

„ვისაც ზურგს მიუშვერ, ყველა დიდ ქვას დაგადებსო”.

* * *

„ჩვენს იქით კაცს რომ ტყვია მოხვდეს, ვითომ ფუღურო ხეს მოხვედრიაო”.

* * *

„ლომი დაბერდა და ვირმა წიხლი ჩაჰკრაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება