მითრიდატე VI ევპატორი – „ეპიზოდი”
„აღმოსავლეთის ჰანიბალად” წოდებული რომის იმპერიის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი, პონტოს სამეფოს მეფე – მითრიდატე VI ევპატორი (ძვ.წ.აღ-ით 132-63 წლები), რომელიც ცდილობდა მთელი შავიზღვისპირეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას, სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს საშინელი ღალატის მსხვერპლი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) უიმედო მდგომარეობაში მყოფმა და ყველასაგან (მათ შორის შვილებისგანაც) განწირულმა ერთ დროს ძლევამოსილმა პონტოელმა მონარქმა ქარქაშიდან საწამლავი ამოიღო, ფიალაში განაზავა და დალია. ასევე მოიქცნენ მითრიდატეს ქალიშვილებიც, რომლებიც მამისაგან განსხვავებით, უმალვე გამოეთხოვენ წუთისოფელს. თავად ევპატორზე კი საწამლავმა სწრაფად ვერ იმოქმედა, რადგან ყოველი ჭამის დროს ის მოწამვლის საწინააღმდეგო ნივთიერებას იყენებდა და ამგვარად, ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული. მას შემდეგ, რაც მითრიდატეს ტანჯვას ბოლო არ ეღებოდა, თავმოყვარე ევპატორმა თავის არმიაში მსახურ ეროვნებით კელტ მეომარს, სახელად – ბიტოიოტს მიმართა თხოვნით: „დიდ დახმარებას მიწევდა შენი ომის საქმეში, მაგრამ ყველაზე დიდი დახმარება იქნება ჩემთვის, თუ ახლა შენ მე სიცოცხლეს გამომასალმებ; მე ხომ მელის საფრთხე, რომ ტრიუმფის საზეიმო სვლაში გამატარებენ; მე, რომელიც ასე დიდხანს ვიყავი ამ ქვეყნის თვითმპყრობელი მეფე; მე ვერა მკლავს შხამი იმის გამო, რომ მე უგუნური, თავის დაზღვევის მიზნით, წინასწარ ვიღებდი თავის დაცვის საშუალებებს სხვა საწამლავთა სახით. ხოლო ყველაზე საშინელი და მეფეთა ცხოვრებაში ესოდენ ჩვეულებრივი საწამლავი – ჯარის, შვილებისა და მეგობრების ღალატი – მე ვერ გავითვალისწინე…”
ერთგულმა კელტმა მეომარმა – ბიტოიტმა თავის მბრძანებელს უკანასკნელი თხოვნა შეუსრულა: მან მითრიდატეს გამოშვერილ კისერს მახვილი მძლავრად შემოჰკრა… – (ავტორი გენია.ჯი)