ეჟენ დელაკრუა – „ეპიზოდი”
ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი გენიალური ფრანგი ფერმწერი – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (1798-1863 წლები), რომელიც ავტორი გახლდათ ლიტერატურის ისეთი ტიტანების ნაწარმოებების ილუსტრაციებისა, როგორებიც იყვნენ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, უილიამ შექსპირი და სერ უოლტერ სკოტი, არასოდეს გაურბოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, მას ძალიან მოსწონდა ხალხმრავალ წვეულებებსა და სალონებში გამოჩენა, სადაც მის მისვლას მოუთმენლად მოელოდნენ. ასეთ სიტუაციებში მხატვარი ბრწყინავდა თავისი მახვილგონიერებით. გარდა ამისა, გამოირჩეოდა ელეგანტური ტანისამოსითა და ზრდილი მანერებით. მიუხედავად ამისა, დელაკრუას პირადი ცხოვრება მაინც დაფარული იყო სხვათათვის. ცნობილია ის, რომ ეჟენს წლების განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო რომანი გაბმული ბარონესა – ჟოზეფინა დე ფორჟესთან, თუმცა მათი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა (დელაკრუა უშვილძიროდ გადაეგო). ფრანგი მხატვრის ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ ხელოვანის მარტოობა განპირობებული იყო ერთი ფრიად საკვირველი გარემოებით: თეოფილ გოტიეს, ფრედერიკ შოპენისა და ჟორჟ სანდის ახლო მეგობარს – ეჟენ დელაკრუას არ უყვარდა – ბავშვები. მისთვის ბავშვები ასოცირდებოდნენ ბინძურ ხელებთან, რომლებიც სვრიდნენ ტილოს და ხმაურთან, რომელსაც მუშაობიდან სხვა საგნებზე გადაჰქონდა მისი ყურადღება. – (ავტორი გენია.ჯი)