ამონარიდები რანგეა რაგჰავის რომანიდან – „დიდი ქალაქის დაღუპვა”

„დიახ, ადამიანი შეეჩვია თავის ბორკილებს. ისე შეეჩვია, რომ მათთან განშორებაც კი სინანულს ჰგვრის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იცით თუ არა, მშვენიერო, რა არის რწმენა? რწმენა ხომ შიშს შეიქმს? ამ ჩვენს მერყევ, ცვალებად წუთისოფელში ყოველი წამი აღსავსეა იდუმალებით, ხოლო ადამიანი სუსტი არსებაა, მომავალს უფრთხის და ამიტომ წარსულს ეჭიდება. იგი ქმნის აურაცხელ სულელურ და სასტიკ ცრუ აზრს, რომლებსაც რწმენას უწოდებს. ზოგიერთ რამეს რწმენა მშვენივრად მიიჩნევს, ზოგს კი – საძაგლად. მაგრამ განა ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ქვეყნად ყველაფერი ერთდროულად კარგსაც და ცუდსაც მოიცავს? რაც ერთი მხრივ შესანიშნავია, მეორე მხრივ საზიზღარია. ლხენისა და ბედნიერებისაკენ ლტოლვა – აი, რა არის აზრი ცხოვრებისა! სისულელეა სულის ნაწილი მივცეთ იმას, ვინც მძიმე ჯაჭვივით გვიბორკავს ხელ-ფეხს”.

* * *

„ – თქვენ, მამაკაცები, კერძო საკუთრების მოყვარულნი ხართ. მგლებზე უფრო საშინელნი! თქვენ გსურთ ქალები ამაყობდნენ იმით, რომ ისინი თქვენი მსხვერპლნი არიან…”

* * *

„ყველაფერი იცვლება ქვეყნად… ადრე თუ გვიან ჭაბუკი ბერიკაცად იქცევა. განა ამით ქვეყანა კარგავს სიყმაწვილის მომხიბლაობას?!”

* * *

„ – ნუ ეცდებით შეაჩეროთ საცოდავი მწერი, რომელიც ობობას ქსელისაკენ ისწრაფვის, – სულ ერთია, დაღუპვა მაინც არ ასცდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალის გული ჭრელ პეპელას ჰგავს: დაიჭერ – ხელში გიფანცქალებს, თითებს შეგიფერავს თავისი ფრთების მტვერით, გაუშვებ – გაფრინდება, ველ-მინდვრებს ეწვევა და კვლავ დაეფინება ფრთებზე ყვავილთა მტვერი”.

* * *

„კაცის გული რომ შეიცნო, სიბრაზის დროს უნდა ნახო იგი”.

* * *

„განა არ იცი, რომ ადამიანთა შორისაც არიან მგლები?”

* * *

„ადამიანს უფლება იმისთვისა აქვს მინიჭებული, რომ ბედნიერებით დატკბეს. თუკი უფლებანი ხელს უშლიან და თრგუნავენ მის გრძნობებს, მაშინ ისინი უფლებები კი არა – მონური ხუნდები ყოფილან!”

* * *

„ყველაფერი წარმავალია. აგერ მეწამული დაისი იფერფლება, მალე სულ მიეფარება თვალს, და ვერვინ შეძლებს მის მობრუნებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>