„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„როცა ორნი მესამისათვის იბრძვიან, ძლიერის გამოვლენა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ეს მესამე ბრძოლაში არ არის ჩაბმული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც სიმდიდრეს, არც ვნებას, არც სილამაზეს – არაფერს არ ძალუძს დაფაროს სიცრუე!”
* * *
„საუკუნოდ თანა სდევს კაცს ტვირთი უმეცრებისა, რომლისგანაც წარმოდგება ცოდვა და ბიწიერება”.
* * *
„სიხარულის დასაწყისი და დარდის დასასრული მუდამ ერთნაირად ვლინდება ხოლმე”.
* * *
„მხოლოდ მცირე გამოცდილების მქონე და სიჭაბუკის გამო თავაწყვეტილი ადამიანები სცემენ თაყვანს იმას, რასაც პოეტები სილამაზეს ეძახიან და რაზეც სიმღერებს თხზავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ …დაე, აურაცხელი სიმდიდრე დამიყარონ ფერხთით და დამიწყონ დაბეჯიდებით რწმუნება: აიღე, შენიაო, – არაფერს არ ავიღებ! მაგრამ იმაზე, რაც მიტაცებს, უარს არ ვიტყვი!”
* * *
„ამბობენ, ლომი, რომელიც ადამიანის სისხლს გაუსინჯავს გემოს, ბალახის ჭამას არ დაიწყებს, რაგინდ შიმშილით სული ხდებოდესო…”
* * *
„მამაკაცი ისწრაფვის დაიმორჩილოს ქალი, – მაგრამ პირადი ღირსების იმედი როდი აქვს. სიმდიდრით სურს მოისყიდოს, ძალით დათრგუნოს”.
* * *
„მხოლოდ ჭეშმარიტად დიდი ადამიანების ხვედრია ძალაუფლება”.
* * *
„ეშმაკს რომ ნეკნი მისცე, მთელ ტანს წაიღებს”. – (ავტორი გენია.ჯი)