ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი – „ეპიზოდი”
ცნობილი ავსტრიელი მწერლის – ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის (1836-1895 წლები) მიერ დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოებებით თავის დროზე აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ისეთი გენიალური ლიტერატორები, როგორებიც იყვნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო, მამა-შვილი დიუმები, ემილ ზოლა და ალექსანდრე პუშკინი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათ არ უწყოდნენ, ავტორმა თავის ლიტერატურულ ქმნილებებში აღწერილი სასიყვარულო და სისასტიკით გაჯერებული სიუჟეტები მისივე რეალური ცხოვრებიდან რომ აიღო. პუბლიკა ზახერ-მაზოხის ნაწარმოებებს დიდი ინტერესით გაეცნო. ყოველწლიურად ლეოპოლდი სიყვარულსა და სისასტიკეზე დაწერილ ერთ ან ორ რომანს აქვეყნებდა.
ავსტრიული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმულმა გერმანელმა ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა – რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგმა – 1886 წელს გამოსცა მონოგრაფია, სახელწოდებით – „სქესობრივი ფსიქოფატია”, სადაც ადამიანს, რომელიც მასზედ მიყენებული ტკივილისაგან მაქსიმალურ სიამოვნებას განიცდის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის საპატივცემულოდ – „მაზოხისტი” უწოდა. ნიშანდობლივია, რომ ესოდენ მოცულობითი ნაშრომის დაწერის დროს ავტორმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ავსტრიელი მწერლის ლიტერატურული ნაწარმოებები გამოიყენა. – (ავტორი გენია.ჯი)