ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი – „ეპიზოდი”
იუგოსლავიის მეფე – ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი (1888-1034 წლები) ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდა სამშაბათ დღეს მონაწილეობა მიეღო რაიმე სახის საჯარო ღონისძიებაში. (ავტორი გენია.ჯი) სერბი მონარქის ეს უცნაური გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ტრაგედიით, რომელიც ალექსანდრე პირველს დაატყდა თავს: ოჯახის სამი წევრი იუგოსლავიის მეფემ სწორედ რომ კვირის ამ დღეს დაკარგა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… ბოლოს და ბოლოს კი, კარაგეორგიევიჩმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ტრადიციად ქცეულ „ცრურწმენით” აღსავსე თვისებაზე უარი თავისივე ნებით განეცხადებინა. ბედის ირონიით, მარსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბული ნაციონალიზმის გულმხურვალე აპოლოგეტის – ალექსანდრე პირველისა და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის – ფრანსუა პიეტრის საქმიანი შეხვედრა 1934 წლის 9 ოქტომბერს (სამშაბათ დღეს) იქნა ჩანიშნული. ის დღე კი, როგორც კარაგეორგიევიჩის ოჯახის სხვა სამი დანარჩენი წევრისათვის, ტრაგიკულად იქნა დასრულებული მისთვისაც: ალექსანდრე I მოკლული იქნა მაკედონიაში მოქმედი ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრის – ველიჩკო გიორგიევის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)