„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„კაცი ვერასოდეს ბედნიერად ვერ იგრძნობს თავს, თუ მისი ცხოვრება და საქმიანობა ადამიანების სიყვარულით არ არის გაჟღენთილი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიწა ინახავს ადამიანთა ხსოვნას…”
* * *
„ბოროტების დათრგუნვა უხეშ ძალას კი არ შეუძლია, არამედ მხოლოდ დიდსა და ნათელ გრძნობას, ყოვლისმომცველ სიყვარულს , რომელიც უძლეველს ხდის ადამიანს”.
* * *
„ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა მოვუაროთ ერთმანეთს, მერმე ყველაფერი გვიანაა, აღარც ტკივილი შველის, არც მწუხარება, არც სინანული… ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.”
* * *
„ცხოვრება თავისი მდინარებით მიედინება და მის ხიდზე მხოლოდ ის გავა, ვისაც აქვს ბრძოლის, შრომის, შენების უნარი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველანი ერთმანეთს ვატყუებთ, საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც…”
* * *
„საზოგადოების ყველა ფენაში არიან ზნეობრივად სუფთა და ზნეობრივად დაცემული ადამიანები”.
* * *
„გველი გველობას არ მოიშლის, ცრუ დარჩება ცრუდ, ვიდრე არ მიეწევა განგების რისხვა”.
* * *
„ზოგიერთი კანონი – სისხლისფერია”.
* * *
„მე ღარიბი კაცი ვარ და ჩემთვის სამართალს ვინ გააჩენს”. – (ავტორი გენია.ჯი)