კონფუცი – „ეპიზოდი”
გენიალურ ჩინელ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – კონფუცის (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები), რომლის სწავლებამაც უდისესი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაში, ერთობ ცუდი და მდაბალი წარმოდგენა გააჩნდა მანდილოსნებზე. (ავტორი გენია.ჯი) მისი, ისევე როგორც „კონფუციანელების” მოსაზრებით, ქალი მამაკაცზე დაბლა მდომ საფეხურზე იდგა და მათ უპირველეს, უმთავრეს მოვალეობას ოჯახზე ზრუნვა წარმოადგენდა. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, 19 წლის ასაკში დიდგვაროვან გოგონაზე – კიკოან შიზე დაქორწინებული დიდი ჩინელი სწავლული თავის მეუღლეს დრო და დრო მხოლოდ იმიტომ აძევებდა სახლიდან, რომ მისთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალა. კონფუცი დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ქალებს ზეციური სიბრძნის შესაგნებად საჭირო ჭკუა არ გააჩნდათ. „ჩვეულებრივი ქალი დაჯილდოვებულია – ქათმის ჭკუით, არაჩვეულებრივი ქალი კი – ორი ქათმის ჭკუითო”, – ხშირად იმეორებდა ხოლმე თავის ციტატას ერთობ ცუდი გარეგნობის მქონე ჩინელი ფილოსოფოსი, რაც თავის მხრივ, შესანიშნავად გვიხატავს მის დამოკიდებულებას სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. – (ავტორი გენია.ჯი)