არჩილ სულაკაური – „შემოდგომა”
ო, შემოდგომის
მამულო ჩემო,
შენა ხარ ჩემი
ხატიც და ფიციც,
მაბრუებს შენი
ფერი და გემო,
გემო პურისა
და ფერი მიწის!
თუმც ავადა ვარ
შენი სახადით,
არ დამაფარო
ღრუბლის საბანი,
სულ შენი ვალი
უნდა ვიხადო,
სულ უნდა ვზიდო
შენი ჭაპანი!