არჩილ სულაკაური – „ჩემი ქუჩა”
მე მიყვარს ჩემი პატარა ქუჩის
გამოღვიძება და მღელვარება,
როცა თენდება და ერთი მუჭა
მზის სხივი ჰყოფნის აელვარებად.
მე მიყვარს ჩემი პატარა ქუჩა
და სართულები თეთრად ნაგები,
როცა საღამო შემოდის ლურჯად
მსუბუქი ფრთებით ფარშავანგების.
როცა საღამო შემოდის ლურჯად
მე მინდა ძვირფას ოცნებას მივყვე:
იწყება ჩემი პატარა ქუჩა,
ჩემი ბავშვობას იწყება იქვე.
* * *
პატარა ქუჩა, პატარა ძალა
მოდის და მწვანედ სიცოცხლე ხარობს,
და უერთდება ბუმბერაზ ქალაქს,
როგორც მდინარეს პატარა წყარო.