ფოლაქები პიჯაკის სახელოზე – „ეპიზოდი”
პიჯაკის სახელოზე ფოლაქების დაკერების იდეა და ამ იდეის განხორციელება, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, რომელიმე თერძს ან დიზაინერს კი არა, მსოფლიო ოსტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ სამხედრო ტაქტიკოსსა და მხედართავარს – ნაპოლეონ ბონაპარტს (1769-1821 წლები) ეკუთვნის. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ესოდენ უჩვეულო იდეა დიდ სტრატეგოსს მას შემდეგ მოუვიდა თავში, რაც საკუთარი თვალით იხილა ზამთრის ერთ სუსხიან დღეს, თუ როგორ იწმენდნენ ცხვირს მისი ჯარისკაცები მუნდირების სახელოებით. ამ ფაქტმა ბონაპარტი ძალიან გააბრაზა და გააღიზიანა. იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო და დისციპლინირებული ფრანგული არმიის გვარდიელებს მუნდირების სახელოებზე ცხვირი ვერ შეეწმინდათ და სუფთად შეენარჩუნებინათ ისინი, იმპერატორმა გამოსცა განკარგულება მუნდირების სახელოებზე ფოლაქები დაეკერებინათ. ეს კი მეტად მოხერხებული საშუალება აღმოჩნდა, რადგან ნაჭრისაგან განსხვავებით, რკინის მსხვილ ფოლაქებზე ცხვირის შეწმენდა დიდ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. – (ავტორი გენია.ჯი)