რანგეა რაგჰავის გენიალური ნააზრევი…

„დამიტოვეთ მე ჩემი ღმერთი!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დანაშაულის მოტევებაზე უფრო მეტი სასჯელი არ არსებობს”.

* * *

„მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაირკვევა ხოლმე, რად ფასობდა თურმე ადამიანი. თუ მას ამქვეყნად ერთი ვინმე მაინც დასტირის გულწრფელად, მაშასადამე, ამაოდ არ უცხოვრია”.

* * *

„ასეთია სიმდიდრის ძალა, – ადამიანები ვერ ბედავენ ხმა აღიმაღლონ მის წინააღმდეგ”.

* * *

„ქალთან მხოლოდ მაშინ მიაღწევ საწადელს, როცა გული საგულეს არა აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თანაგრძნობის ფლატოვანი ნაპირი არაფერია უსულგულობის სალ კლდესთან შედარებით, რამეთუ კაცი, მაშინაც კი, როცა მოყვასის წინაშე წმიდა ვალს იხდის, უწინარეს ყოვლისა თავის სარგებლობაზე ფიქრობს”.

* * *

„ადამიანები მხოლოდ სიმდიდრის ფლობისას არიან გულუხვნი, როცა თანაგრძნობის წუთიერი გატაცება ჩალის ფასად უღირთ”.

* * *

„ცვლილებები ყოველი სულიერისათვის ბუნებრივი რამაა”.

* * *

„ძალა სიცოცხლის ნიშანწყალია, მაგრამ იგი ვერ იტანს უმოქმედობას”.

* * *

„სიბრალულის საფუძველი შიშია. ყოველი კაცი იმის ადგილას, ვინც იტანჯება, თავის თავს ხედავს, და მხოლოდ ამიტომ იღვიძებს მასში გულმოწყალება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება