ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
ვირტუოზ იტალიელ მევიოლინესა და კომპოზიტორს - ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები), რომელმაც სახელი გაითქვა ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით, ერთ დღეს კონცერტზე აგვიანდებოდა, რის გამოც თეატრამდე მისასვლელად ეტლის დაქირავების გადაწყვეტილრბა მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
„ – რა ღირს თეატრამდე მგზავრობა? – იკითხა მაესტრომ.
- ათი ფრანკი, – იყო პასუხი.
- თქვენ რა, ხუმრობთ? – გაუკვირდა ნიკოლოს, რადგან მეეტლის მიერ დასახელებული თანხა 10-ჯერ აღემატებოდა თეატრამდე მისაყვანად საჭირო ჩვეულებრივ თანხას.
- არა, არ ვხუმრობ. თქვენც ხომ 10 ფრანკს იღებთ თითოეულ ბილეთში იმათგან, ვისაც სურს მოისმინოს, თუ როგორ უკრავთ ვიოლინოს ერთ სიმზე?!” – (ავტორი გენია.ჯი)
- ძალიან კარგი, – მიუგო პაგანინიმ მეეტლეს, – მე გადაგიხდით ათ ფრანკს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეძლებთ და ეტლის ერთი ბორბლით შეძლებთ ჩემს თეატრამდე მიყვანას.