იცით თუ არა, რომ?!

1. იმისათვის, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მდინარეებზე სწრაფი ფორსირება მოეხდინათ, ისტორიის ადრინდელ ეტაპებზე ასურეთის არმიის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებშიაც ცურვის შესანიშნავად მცოდნე მებრძოლები ირიცხებოდნენ. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ყინულის ჰოკეის სამშობლოს კანადა (კერძოდ კი ქალაქი მონრეალი) წარმოადგენს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ამ უნიკალურმა ქვეყანამ მხოლოდ და მხოლოდ 2008 წელს მიიღო. ცნობისათვის, ყინულის ჰოკეიში პირველი მატჩი ჩატარებული იქნა 1875 წლის 3 მარტს, ხოლო პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა ამავე სპორტულ სახეობაში, 1920 წელს აიღო სტარტი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში.

* * *

3. „მსოფლიო მუზეუმების სიმბოლოდ” ქცეულ – ლუვრში 380 000 ექსპონატია დაცული, რომელთაგანაც, საგამოფენო დარბაზებში მხოლოდ 38 000-ია (10%) წარმოდგენილი.

* * *

4. კალიების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 15 დღეა.

* * *

5. „ელექტრონული ტელევიზიის პიონერად” წოდებული – ფილო ტეილორ ფარნსუორტი, რომლის სახელიც ასოცირდება თანამედროვე ტელევიზიის გამოგონებასთან, კატეგორიულად უკრძალავდა თავის შვილებს ტელევიზორის ყურებას. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ტყის საერთაშორისო დღე” – 21 მარტია. იგი 1971 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღინიშნება.

* * *

7. „მსოფლიო ურთიერთობებისათვის დიდი წყლის გზა”. – ასე მოიხსენიებდნენ ანტიკურ ხანაში ხმელთაშუა ზღვას.

* * *

8. წიწამურთან გამართულ ბრძოლაში ქართველებთან განცდილი მარცხისათვის, შაჰ-აბასმა სპარსული ჯარის სარდალი – ალი-ყული-ხანი ერთი დღის განმავლობაში ქალის ტანსაცმლით ატარა სამხედრო ბანაკში.

* * *

9. ერთ-ერთი ვერსიით, მეჯვრისხევში მყოფ ქართლის მეფეს – გიორგი X თაფლის ჭამისას პირში ფუტკარი ჩაყოლია. ფუტკარს იგი დაუკბენია და დაუშხამავს, რასაც უმსხვერპლია კიდეც იგი.

* * *

10. სამხრეთ აფრიკაში არსებულ სახელმწიფოს – ბოტსვანის რესპუბლიკას, ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე – ბეჩუანალენდი ერქვა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>