„დამაკვირდი”

1. „ეჰ, რა ვუთხრა ჩვენს წუთისოფელს! არ გაგაჩენს ღმერთი – ქვეყანას ვერ ნახავ. გაგაჩენს და – დარდსა და უბედურებას არ გამოგილევს! ასეა, ასე”. – ჩინგიზ აითმათოვი - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „რა კეთილშობილი მოტივითაც არ უნდა განერიდო სილამაზეს, ერთი რამ უნდა გახსოვდეს: პატიოსან თვალს, მით უფრო უპატრონოს, დაურიდებლად წაეპოტინება ხარბი ხელი”. – გურამ გვერდწითელი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „არ არსებობს კარგი და ცუდი თიხა. ყველანი ერთი და იგივე თიხისგან ვართ გაკეთებულნი”. – ჟორჟი ამადუ

* * *

4. „ბედნიერების გვერდით ჩავლა, მისი არამცთუ უნებურად, უბრძოლველად დათმობაც მხოლოდ სისუსტე კი არა, დანაშაულიცაა”. – გურამ გვერდწითელი

* * *

5. „სამართლიან და კეთილშობილ ვაჟკაცთა ქება-დიდება კიდევ უფრო მეტად იზრდება სიკვდილის შემდეგ”. – პლუტარქე ქერონეელი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „არ არსებობს სხვა საქმიანობა, რომელიც ისე სწრაფად ნერგავდეს მშვიდობის მგზნებარე სიყვარულს, როგორც მიწაზე მუშაობით ცხოვრების სახსარის მოპოვება”. – პლუტარქე ქერონეელი

* * *

7. „ცხოვრების ჩვეულებრივი ნირი შეიძლება არაფრით სჯობდეს სხვაგვარს, მაგრამ უფრო მტკიცეა და მყარი, ვიდრე ის, რაც გაურკვეველია და ბუნდოვანი”.

* * *

8. „უბედურებას ცალად არ უყვარს სიარული”. – ჩინგიზ აითმათოვი

* * *

9. „მშვენიერი საქმეა სამართლიანობით მეფის ძაკლაუფლების შეძენა, მაგრამ ასევე მშვენიერია მეფობაზე მაღლა სამართლიანობის დაყენება”. – პლუტარქე ქერონეელი

* * *

10. „მე არც ვინმეს გალანძღვა მგვრის სიამეს და არც მის მოსმენას ვარ ჩვეული”. – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>