ვენ-დი – „ეპიზოდი”
სუის დინასტიის ფუძემდებელი ჩინეთის იმპერატორი – ვენ-დი (541-604 წლები) ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის მიმართ არავითარ ინტერეს არ იჩენდა და არც მისი თამაშის წესების შესახებ გაეგებოდა რაიმე. ის კი არა და, ყოვლისშემძლე, თუმცა უვიც, იმპერატორს ერთობ მდაბალი წარმოდგენაც გააჩნდა მასზე. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ვენ-დი შემთხვევით გადააწყდა ორ ქვეშევრდომს, რომლებიც ჭადრაკს თამაშობდნენ მთელი თავიანთი გულისყურით. თამაშში ღრმად ჩართულებს იმპერატორის შემოსვლა არ შეუმჩნევიათ, თუმცა-კი ვენ-დიმ კარგად გაიგონა, როგორ უწოდა ერთ-ერთმა მოთამაშემ მისთვის უცნობ საჭადრაკო ფიგურას – „იმპერატორი”. ვენ-დი ამ სიტყვებმა მრისხანებაში მოიყვანა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისეთ „უბრალო” თამაშში, როგორიც ჭადრაკი იყო, ეგზომ მაღალი და საპატიო ტიტულის მატარებელი მმართველის სახელის მოხსენიება. შედეგად, განრისხებულმა იმპერატორმა ორივე უბედური მოჭადრაკე – სიკვდილით დასაჯა. – (ავტორი გენია.ჯი)