ლევან სანიკიძე წერდა…
„ძალიან ძლიერნი არიან ქართველნი!
თითქოს, რაღაც შეუცნობელი თილისმა ძევს ამ მარად მცირე ხალხის მარად სიძლიერეში.
ძლიერნი არიან, მაგრამ – ვინც ძლიერია, იგი საშიშიცაა.
და, ვინც ძლიერია, იგი საჭიროცაა.
და ქართველები, ვითარცა ძლიერნი, ერთდროულად არიან საშიშარნი და საჭირონი.
ძლიერები არიან ქართველები, მაგრამ მათ სიძლიერეს ხშირად აბათილებს მათივე სისუსტე, რაც მათსავე ცალკეულებრივ სიძლიერეშია. ისინი ცალკეულად, თვითეულად, სამან-სამანად ძლიერდებიან, ხოლო ერთიმეორის გვერდით დადგომა ისე უჭირთ, როგორც ბუმბერაზ მუხებს ერთმანეთთან მიჯრით ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)