შაჰ-აბასის ჯალათთა დასტები – „თაჯიბიუკები” და „ჩი-იანები”

„სპარსეთის ლომად” წოდებული ირანის შაჰის – აბას I-ის (1571-1629 წლები) პირად განკარგულებაში იმყოფებოდა საგანგებოდ დარჩეული და კუნთოვან-კუნთოვანი ნამდვილი დევნი, რომლებიც სასახლის კარზე იყვნენ საგანგებოდ დაყენებულნი. (ავტორი გენია.ჯი) ყოველგვარი პოეტური გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისინი წარმოადგენდნენ შესახედავად შემზარავ და შემაძრწუნებელ კაციჭამია ჯალათებს. იმ პერიოდის ისტორიკოსთა ცნობების თანახმად, საქართველოს დაუძინებელ მტერს – შაჰ-აბასს ჯალათთა ორი ქვედანაყოფი ჰყავდა. ერთ მათგანს - „თაჯიბიუკი”, ხოლო მეორე მათგანს კი – „ჩი-იანი” ერქვა. აბას პირველის ჯალათები – სახით საზარელი, ყურებამდე ჩახეული ლოქშოიანი ლაშებით, დაღჭენილი ეშვებით, დაირის ტოლა სისხლიანი თვალებით, ზარდამცემი ხმითა და ამაზრზენი სიმყრალით იყვნენ გამოირჩეულნი. ეს დაუნდობელი ჯალათები არა მარტო სიკვდილით სჯიდნენ და აწამებდნენ უბედურ მსხვერლთ, არამედ შაჰის ბრძანებით სიკვდილმისჯილებს ცოცხლად სჭამდნენ კიდევაც. განწირულ მსხვერპლს ჯალათი-კანიბალები ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ, რიგრიგობით და მონაცვლეობით, მანამ, სანამ ძვლებამდე არ დაიყვანდნენ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>