დალაი-ლამა VI – „ეპიზოდი”
დალაი-ლამა VI (1683-1706 წლები) სხვა დანარჩენი დალაი-ლამებისაგან განსაკუთრებული თვისებებით იყო გამორჩეული. ერისკაცობაში – ციანგიანგ გიაცომ იმთავითვე უარი განაცხადა ბერად შედგომაზე და საერო ცხოვრების წესს მიანიჭა უპირატესობა. (ავტორი გენია.ჯი) ღვინის მოყვარული დალაი-ლამა, რომელიც ბერის ტანისამოსის ტარებისგანაც კი იკავებდა თავს, ხშირად ინკოგნიტოდ ტოვებდა მისთვის განკუთვნილ „პოტალას სასახლეს”, რათა ლჰასაში დრო მის გემოზე გაეტარებინა. დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ტიბეტის მეექვსე დალაი-ლამას გრძელი თმები ჰქონდა. უყვარდა მშვილდით სროლა და თხზავდა შესანიშნავ ლექსებს სასიყვარულო თემატიკაზე. მისი ლექსები იმდენად მოსწონდა ადგილობრივ პუბლიკას რომ, ტიბეტის საუკეთესო პოეტის – მილარეპას გვერდითაც კი აყენებდნენ. ეგზომ უცნაური თვისებებით გამორჩეული დალაი-ლამა VI ხშირად აბამდა სასიყვარულო რომანებს მანდილოსნებთან. ის კი არა და, ტიბეტის სულიერი „წინამძღვარი” ხშირად დიდადაც ამაყობდა თავისი შექსუალური შესაძლებლობებით. – (ავტორი გენია.ჯი)