ერიკ სატი – „ეპიზოდი”
ექსცენტრიული თვისებებით სახელგანთქმული ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი – ერიკ სატი (1866-1925 წლები) ერთობ უცნაური დღის წესრიგით იყო გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ სატი საჭმელად მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ფერის მქონე საკვებს იყენებდა. მაგალითად ისეთს, როგორიც გახლავთ – ბრინჯი, კვერცხი, შაქარი, მარილი, ქოქოსი, გახეხილი ძვლის ნახარში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ფრანგი მაესტრო ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს – 7 საათსა და 18 წუთზე იღვიძებდა; ლანჩს კომპოზიტორი მკაცრად განსაზღვრულ დროს – 12 საათსა და 11 წუთზე იწყებდა; ვახშმობდა 19 საათსა და 16 წუთზე, ხოლო დასაძინებლად კი 22 საათსა და 37 წუთზე წვებოდა. ერიკ სატის ძველმანების კოლექციონერობისადმიც ჰქონდა მიდრეკილება, თუმცა ისიც ძალიან სპეციფიკური მიდრეკილება: მის კოლექციაში ასზე მეტი ძველი ქოლგა იყო დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)