გლენ გულდი – „ეპიზოდი”
გენიალურმა კანადელმა პიანისტმა, ორღანისტმა და კომპოზიტორმა – გლენ გულდიმ (1932-1982 წლები) თავი არა მხოლოდ ვირტუოზული საშემსრულებლო ოსტატობით, არამედ ფრიად უცნაური თვისებებითაც გაითქვა. (ავტორი გენია.ჯი) მაესტრო განსაკუთრებით იყო მიდრეკილი, ყველაფერში საფრთხე დაენახა. იმის შიშით, რომ არ გაცივებულიყო, ნებისმიერ ამინდში დროის უმეტეს ნაწილს პალტოსა და ხელთათმანებში ატარებდა. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ კანადელი პიანისტს, სადაც არ უნდა ჩაეტარებინა კონცერტი, საკუთარი სავარძლით ცხადდებოდა. „ჯადოსნურ სავარძლად” წოდებული სკამის გარეშე გლენი არავითარ შემთხვევაში არ გამოდიდოდა სცენაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
გლენ გუდლის – „ჯადოსნური სავარძელი”