ტაბუ თამბაქოს მოხმარებაზე…
სამხრეთ აზიაში არსებულ ქვეყანაში – ბჰუტანის სამეფოში, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება. (ავტორი გენია.ჯი) სიგარეტით ვაჭრობა კი 2004 წლიდან იქნა აკრძალული. აღნიშნული კანონის დამრღვევი რამდენიმეწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბჰუტანელ სამართალდამცველებს მინიჭებული აქვთ უფლება ყოველგვარი სპეციალური ნებართვის გარეშე ჩაატაროს ამა თუ იმ ოჯახში ჩხრეკა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „დრაკონის ქვეყნად” წოდებულ სამეფოში თამბაქოს მოხმარება და ისიც არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სალარო აპარატის მეშვეობით შეიძენს ჩეკს, რომელიც მას უფლებას მისცემს გარკვეული დროის მონაკვეთში ისარგებლოს სიგარეტის მოწევის პრივილეგიით. ასეთი სახის მქონე ჩეკებს, როგორც წესი, მომხმარებლები არ აგდებენ, რათა ისინი შემოწმების შემთხვევაში გამოიყენონ. თამბაქოზე აკრძალვები უცხოელ ტურისტებზე არ ვრცელდება. თუმცა-კი უცხოელი ტურისტებიც ისჯებიან მაშინ, როდესაც ისინი ადგილობრივ მკვიდრებს სიგარეტით უმასპინძლდებიან. ასეთ შემთხვევაში მათ ჯარიმის გადახდა უწევთ. – (ავტორი გენია.ჯი)