„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„რაც უფრო ნასწავლია უკუღმართი კაცი, მით უფრო ავის მქნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არყოფნის მყუდროება ცხოვრების ამაოების ხმაურზე მეტად უღირს ხოლმე ადამიანს”.

* * *

„ზარდამცემი ყიჟინა ხშირად მახვილზე მეტად აფრთხობს მტერს”.

* * *

„მხეცებშიც კი ბუნებითაა გამჯდარი სურვილი მძლავრი ფლობდეს მეტს, ვიდრე მასზე სუსტები”.

* * *

„მგლებში მაცხოვრებელმა ყმუილი უნდა იცოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნათქვამია: შიშველი ასმა კაცმა ძარცვა, ძარცვა და მაინც ვერ გაძარცვაო”.

* * *

„ძმას ძმის მოკვლა უკეთ ეხერხება, რადგან ძმამან ძმისა უკეთ იცის, სად უნდა დაჰკრას, რომელ ადგილზე დანაკრავი უფრო იოლად აღმოახდენს სულს…”

* * *

„ყოველი ადამიანის საწუთისოფლო ცხოვრებას გვირგვინად ადგას უკანასკნელი სიტყვა – მისი ცხოვრების შემაჯამებელი ძახილი”.

* * *

„რაკი სხვები უთქმელობას ჩემობენ, არც მე ვიღებ ხმას”.

* * *

„პატარა კაცი რა გავამტყუნო, დიდები სჭამენ ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება