როი სოხუმელი – „ვლანძღავ ცხოვრების გარითმულ სიყალბეს”
ვლანძღავ ცხოვრების გარითმულ სიყალბეს,
ძარღვებში სისხლი რომ დააშრო… გაყინა,
ვხედავ ვიღაც(ა) ვიღაცას მიათრევს,
დაგმო… სიმწრისგან ღალატზე აგინა…
სიმართლე იუდას გვერდით ზის, თავს იხრჩობს,
მონოლოგს კითხულობს კალენდრის ფურცელი,
ცხოვრებამ დასაჯა სამართალს, ვინც ითხოვს,
განკითხვის დღე კი… არ ახსოვს, არც ელის.
ფურცლებზე დაწერილ კანონებს არ ვსუნთქავ,
სიმართლეს დავეძებ დღეს კაცთა თვალებში…
ვიღაც ზურგს უკან იარაღს მადებს და
სიცოცხლეს დამითვლის ცინიზმით წამებში.
საყდრის კარებთან ხარხარებს სატანა,
გულს მგლეჯს, სულს სისხლის გუბეში მიმალავს.
სიცრუის, სიყალბის არა მაქვს ატანა,
და ცოდვით ზეიმში მართალ გულს მიმარხავს…
თვალებზე ცრემლების – არ დამრჩა ადგილი,
ხელებზე სისხლიან ბორკილებს მადებენ,
განწირულს… გათოშილს დამარქვეს დაღლილი,
და ჯოჯოხეთში განუსჯელს მაგდებენ…
ვლანძღავ ცხოვრების გარითმულ სიყალბეს,
გულში რომ ცრემლებად დატოვა იარა.
უსამართლობის დინება მიმათრევს,
და ჩახმახს ვუსინჯავ სიმართლით იარაღს…