ოლდოს ჰაქსლი – „ეპიზოდი”
17 წლის ასაკში მყოფმა დიდმა ინგლისელმა მწერალმა, ნოველისტმა და ფილოსოფოსმა – ოლდოს ლეონარდ ჰაქსლიმ (1894-1963 წლები) თვალის საშინელი დაავადება – კერატიტი (რქოვანას ამღვრევა) გადაიტანა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტაში შემავალ ოჯახში ქვეყნიერებას მოვლენილი ყმაწვილის განსაკურნებლად ოფთალმოლოგებმა ცდა არ დააკლეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. სამი წლის განმავლობაში ჰაქსლი პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ხედავდა. საბედნიეროდ, გენიალური ანტიუტოპიური რომანის – „საოცარი ახალი სამყაროს” ავტორს მხედველობა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა უბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, ინგლისელი ლიტერატორი ერთი (მარჯვენა) თვალით მაინც დაბრმავდა. მხედველობის პრობლემის გამო იგი სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ჰაქსლი არც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოუძახიათ ფრონტზე. ჯორჯ ორუელის სახელოვანი მასწავლებელი (შემდგომში – ერთგული მეგობარი) – ოლდოს ჰაქსლი, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ცდილობდა თვალის განკურნებას, თუმცა – ამაოდ. – (ავტორი გენია.ჯი)