დეივიდ ჰერბერტ ლორენსი – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი – დეივიდ ჰერბერტ ლორენსი (1885-1930 წლები), რომელსაც თავის დროზე, სულ რაღაც ცამეტიოდე წლის ასაკში დაუნიშნა სტიპენდია ნოტინჰემის უმაღლესმა სკოლამ, მისი ყოფილი მასწავლებლის მეუღლე, სამი შვილის დედა – ფრიდა ფონ რიხტჰოფერი 1912 წლის ერთ მშვენიერ დღეს გაიცნო. (ავტორი გენია.ჯი) წყვილმა სასიყვარულო რომანი მალევე გააბა და ორწლიანი ევროპული ტურნეც მოიწყო. სამშობლოში დაბრუნებულებმა – 1914 წლის ივლისში ოფიციალურად იქორწინეს. აღნიშნულმა ქორწინებამ დეივიდი და ფრიდა საშინელი კრიტიკისა და განკითხვის ქვეშ მოაქცია, თუმცა მათი გადაწყვეტილება ურყევი იყო. როდესაც შემოტევის ტალღამ გადაიარა, განვლილი მოვლენებით შთაგონებულმა ლორენსმა დაწერა ლექსების შესანიშნავი კრებული, სახელწოდებით – „შეხედე! ჩვენ გავუმკლავდით!”
1928 წელს ლორენსმა დაწერა თავისი უკანასკნელი რომანი – „ლედი ჩატერლის საყვარელი”. დიდ ბრიტანეთში ინგლისელი ლიტერატორის ეს ქმნილება 1960 წალმდე არ გამოქვეყნებულა, რადგან აკრძალული იყო არანორმატიული ლექსიკონის, ღია სექსუალური და უხამსი სიუჟეტების გამო. ამას შედეგად, ლორენსის ავტორიტეტის დაცემა მოჰყვა თან.
1930 წლის 2 მარტს ტუბერკულოზით დაავადებულმა და ყველასაგან მიტოვებულმა მწერალმა საფრანგეთის ქალაქ ვანსში განთავსებულ სანატორიუმში დალია სული. „XX საუკუნის დასაწყისის უმთავრეს ინგლისელ მწერლად” წოდებული ლიტერატორის დაკრძალვას სულ ათიოდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის ერთ-ერთი ლორენსის მეგობარი – ოლდოს ჰაქსლი… – (ავტორი გენია.ჯი)