ძველ რომაული სამართალი – „ეპიზოდი”
ყველასათვის ცნობილია, რომ თანამედროვე იურისპოდენციამ სათავე ძველ რომში აიღო. ალბათ გასაკვირი არ იქნება, იმ პერიოდში მაცხოვრებელ ხალხს სხვაგვარი მორალი და სხვაგვარი თვისებები რომ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც არის მათ მიერ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის ადრეულ ეტაპზე დაწერილი კანონები ბევრი უცნაური და თავისებური მუხლებით გამორჩეული. მაგალითად: იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ცოლს საყვარელთან წაასწრებდა, ძველ რომაული კანონის თანახმად, „რქებდადგმულ” ქმარს ჯერ მეზობლები უნდა ეხმო, რათა ისინი თვითმხილველები გამხდარიყვნენ შექმნილი სიტუაციისა, მერე კი უცილობლად უნდა განქორწინებულიყო, რათა მისთვის სუტენიორობაში არ დაედოთ ბრალი. თუმცა აღნიშნულ მუხლში იყო გამონაკლისიც: თუ ცოლის საყვარელი პროფესიით მსახიობი ან რომის არამოქალაქე იყო, შეურაცხყოფილ ქმარს ისე შეეძლო მისი მოკვლა, რომ მართლმსაჯულების წინაშე პასუხს არ აგებდა. მამას კი, რომელიც თავის ქალიშვილს საყვარელთან წაასწრებდა, ნებისმიერ შემთხვევაში ენიჭებოდა მკვლელობის ჩადენის თავისუფლება. რომის იმპერატორის – ნუმა პომპილიუსის მმართველობის პერიოდში კი, „მარადიულ ქალაქში” ამოქმედდა სპარტაში ერთ დროს მოქმედი კანონის მსგავსი ერთობ გამაოგნებელი და ამორალური კანონი: რომაელს, ვისაც საკმარისად ჰყავდა შვილები, შეეძლო, ყურად ეღო უშვილო კაცის თხოვნა და მისთვის საკუთარი ცოლი დაეთმო; ამასთან უფლება ჰქონდა, კვლავაც და რამდენიმეგზის გაეთხოვებინა იგი. (სპარტაში, ლიკურგეს მიერ დადგენილი კანონის თანახმად, მთხოვნელს, რომელსაც შვილის ყოლა სურდა, საამისო ურთიერთობებისთვის ცოლი უნდა დაეთმო მისთვის, მაგრამ ისე, რომ ქალი ოჯახშივე დარჩენილიყო და ქმართან თავდაპირველი კანონიერი ქორწინება არ დაერღვია. ბევრნი თვითონვე იწვევდნენ შინ რჩეულ ვაჟკაცებს, რომელთაგანაც, მათი აზრით, ლამაზი და ჯანსაღი ბავშვები წარმოიშობოდნენ. ლიკურგეს მიერ დადგენილი წესი ცოლის მიმართ სრულ გულგრილობასა და სრულ იგნორირებას მოითხოვდა). – (ავტორი გენია.ჯი)