„დიდი ვეზირი” – (ეპიზოდი)
ოსმალეთის იმპერიის ისტორია სულ 36 სულთანს მოითვლის. სულთნებისა და ქვეყნის სამსახურში საერთო ჯამში ჩამდგარი იყო – 203 „დიდ ვეზირად” წოდებული ოსმალეთის იმპერიის მთავარი მინისტრი. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება, რომ თითქმის სულთნის გავლენის მქონე სახელმწიფო მოხელეთა ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. ის კი არა და, ქვეყანაში წარმოშობილი ნებისმიერი სერიოზული პრობლემის დროს „განტევების ვაცად” მბრძანებლები პირველ რიგში სწორედ რომ „დიდ ვეზირებს” აქცევდნენ. და არა მხოლოდ აქცევდნენ, სიკვდილითაც კი სჯიდნენ. პირველი „დიდი ვეზირი”, რომელიც სიკვდილით იქნა დასჯილი მეჰმედ II-ის მიერ 1453 წლის 1 ივნისს, – ჩანდარლი ჰალილ ფაშა იყო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ოსმალეთის იმპერიის სამსახურში სულ 203 „დიდი ვეზირი” გახლდათ ჩამდგარი, რომელთაგანაც სულთნის ბრძანებით სიცოცხლეს – 44 მათგანი გამოსალმეს. ამბობენ იმასაც, რომ მარტო სელიმ I მრისხანის მმართველობის ჟამს იმდენად ბევრი „დიდი ვეზირი” დასაჯეს სიკვდილით, რომ ესოდენ საპატიო თანამდებობაზე დანიშვნისთანავე „დიდი ვაზირები” ანდერძებს წერდნენო. – (ავტორი გენია.ჯი)
ოსმალეთის იმპერიის „დიდი ვეზირის” სახელმწიფო ბეჭედი