მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
„მიხეილი მორფინისტი იყო. ზოგჯერ ღამით, მორფის გაკეთების შემდეგ ცუდად ხდებოდა, კვდებოდა. დილით კი მოიხედავდა, თუმცა საღამომდე თავს მაინც შეუძლოდ გრძნობდა. სადილობის შემდეგ სტუმრების მიღებას იწყებდა და ცხოვრება კვლავაც ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. საღამოობით კი კვლავ ერთი და იგივე მეორდებოდა – ეწყებოდა კოშმარები, დასდევდა მოჩვენებს და ხტებოდა საწოლიდან. შესაძლოა, რომ სწორედ აქედან დაიწყო მან თავის ლიტერატურულ ნაწარმობებში რეალურის ირეალურთან, ფანტასტიკურთან აღრევა”. – ეს სიტყვები „ოსტატი და მარგარიტას” ავტორის, სახელოვანი რუსი მწერლის – მიხეილ ბულგაკოვის (1891-1940 წლები) შესახებ მისმა სიძემ (დის – ბარბარას ქმარმა) – ლეონიდ კარუმმა დაწერა თავის წიგნში. ის რომ, წლების განმავლობაში მორფზე დამოკიდებული ბულგაკოვის ერთ-ერთ „ჰობს” ნარკოტიკები წარმოადგენდა, მისი შემდეგი ფრაზაც მოწმობს – „არსებობს რაღაც ისეთი, რაც მორფზე ცუდია, მაგრამ უკეთესი არა”. – (ავტორი გენია.ჯი)