იცით თუ არა, რომ?!
1. ვაჟა-ფშაველას მამის – პავლე რაზიკაშვილის მიერ შექმნილ რაზიკაანთ საგვარეულო გერბზე შემდეგი სიტყვები იყო დატანილი: „არ ვარგა კაცი, რომლის არც ვინ გაჩენა გაიგო და არც ვინ სიკვდილი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ფრანგი პოეტი, დრამატურგი და პროზაიკოსი – თეოფილ გოტიე მიიჩნევდა, რომ ყველაზე საინტერესო წიგნი საკითხავად – ლექსიკონი გახლდათ.
* * *
3. მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსი გენერლის – ივანე ლაზარევის ეგერთა ბატალიონმა სამხედრო ორკესტრის თანხლების გრიალით ჩაიარა თბილისის ქუჩებში, ფრანგ მისიონერს – პატრ ნიკოლასს მრავალმნიშვნელოვნად განუცხადებია – „ბარაბნითა და მუსიკით კვდება საქართველოო”.
* * *
4. „მთის არწივად” წოდებულ ვაჟა-ფშაველას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა სახელგანთქმული გერმანელი ფილოსოფოსის – ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური მსჯელობანი, რის გამოც მას – „ნაცარქექიად” მოიხსენიებდა.
* * *
5. ცნობილია, რომ გენიალურ ქართველ კომპოზიტორსა და მუსიკოსს – ზაქარია ფალიაშვილს თავისი ერთადერთი შვილი სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში გამოეცალა ხელიდან. ამის შემდეგ, უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მაესტრო სრული ორი წლის განმავლობაში ფორტეპიანოს არ გაჰკარებია და მთელ დღეებსა და ღამეებს შვილის საფლავზე ატარებდა. – (ავტორი გენია.ჯი)* * *
6. ჩინური ლიტერატურის უძველეს ძეგლად მიჩნეულია ხალხური სიმღერებისა და საკულტო ჰიმნების კრებული, სახელწოდებით – „შიძინი”, ანუ – „სიმღერების წიგნი”. იგი შექმნილი იქნა ძვ.წ.აღ-ით 1200 წლიდან – ძვ.წ.აღ.ით 600 წლებამდე პერიოდებში.
* * *
7. XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად დიდი შოტლანდიელი მწერალი – სერ არტურ კონან დოილი მიიჩნეოდა.
* * *
8. ვალებში ჩაფლულმა თედორე დოსტოევსკიმ თავისი სახელგანთქმული რომანი – „მოთამაშე”, სულ რაღაც 26 დღეში დაწერა 1867 წელს. სრულყოფილი ლიტერატურული ქმნილების ასეთ მცირე დროში დაწერის ერთადერთ მიზანს სწორედ რომ ავტორის მიერ გასატუმრებელი ვალები წარმოადგენდა.
* * *
9. 1967 წლიდან მოყოლებული, ფინეთის რესპუბლიკის „ეროვნულ ყვავილად” – შროშანი იქნა აღიარებული. ევროს შემოღებამდე ეს ულამაზესი ყვავილები ფინურ მონეტებზე იყო გამოსახული.
* * *
10. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში არც ერთი ქალის ძეგლი არ არის აღმართული. – (ავტორი გენია.ჯი)