ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსსა და გენიალურ ინგლისელ მწერალს - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსს (1812-1870 წლები) ერთი ფრიად უჩვეულო თვისება ახასიათებდა. იგი ნებისმიერ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყების წინ, სახლში, და განსაკუთრებით მის სამუშაო კაბინეტში, ოჯახის წევრებისა და მოსამსახურეებისაგან – იდეალურ წესრიგსა და სისუფთავეს მოითხოვდა. (ავტორი გენია.ჯი) დიკენსი დილის 9 საათზე იწყებდა მუშაობას, რომელსაც ყოველთვის 2 საათზე ამთავრებდა. ამის შემდგომ ლიტერატორი სამ საათიან გასეირნებას აწყობდა. მწერლის სამუშაო კაბინეტის საწერ მაგიდაზე თანმიმდევრობით იყო დალაგებული სუფთა თაბახის ფურცლები, მელანი და პერო. გარდა ამისა, საწერ მაგიდაზე მკაცრი რიგითობით გახლდათ წარმოდგენილი პატარა სტატუეტები, რომლებიც დიკენსის თქმით, მას შთაგონების მოძიებაში უწყობდა ხელს. ამ თილისმებს ჩარლზი არც მოგზაურობის დროს იცილებდა თავიდან. იმ შემთხვევაში, თუ მას ან სასტუმროში, ან რომელიმე ახლობელთან მოუხდებოდა ხანგრძლივი დროით დაბინავება, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მას თავისი სახლიდან საკუთარი კაბინეტის ავეჯი თან გადაჰქონდა. იმ ოთახს კი, სადაც დიდი ლიტერატორი იყო დაბინავებული, სახლიდან წამოღებული ავეჯით ზუსტად ისე აწყობდა, როგორც თავისი სამუშაო კაბინეტი იყო მოწყობილი. როგორც მწერლის ბიოგრაფები გვამცნობენ, დიკენსს მგზავრობისას ძალიან უშლიდა ხელს ეს უცნაური თვისება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტრადიცია არასოდეს დაურღვევიაო. – (ავტორი გენია.ჯი)