მარია ელეონორა ბრანდერბურგელი – „ეპიზოდი”
შვედეთის სამეფოს დედოფალი – მარია ელეონორა ბრანდებურგელი (1599-1655 წლები) უკიდურესმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა მას შემდეგ, რაც ამიერს გამოეთხოვა მისი უსაყვარლესი მეუღლე, შვედეთის მეფე – გუსტავ II ადოლფი. (ავტორი გენია.ჯი) თავს დატეხილმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დედოფალი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად გატეხა, არამედ შეშლილობამდეც კი მიიყვანა. მისი უშუალო ბრძანებით გუსტავს გული ამოუღეს, რათა აწგარდაცვლილ მეუღლეზე ფანატიკურად შეყვარებულ ქალს იგი ყოველთვის ახლოს ჰქონოდა. გუსტავის გულის შესანახად ელეონორამ იუველირებს სპეციალურად დაამზადებინა ოქროს ზარდახშა, რომელსაც იგი არასოდეს იშორებდა თავიდან. მთელი დარჩენილი 23 წლის განმავლობაში, ყოველი ძილის წინ ბრანდებურგელი ოქროს ზარდახშაში დავანებულ გულს საწოლის სიახლოვეს ანთავსებდა და ასე ამჯობინებდა ძილს. მანადე კი, სანამ ახალი გარდაცვლილი იყო გუსტავი, დედოფალი თავის ერთადერთ ქალიშვილს, შვედეთის მომავალ დედოფალს – კრისტინასაც აიძულებდა, ზარდახშასთან ერთად დაეძინა, რათა გოგონა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მამის გულთან. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მარიას ასეთმა უცნაურმა საქციელმა კრისტინას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაუტოვა მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა. – (ავტორი გენია.ჯი)
დედოფალი კრისტინა