გიორგი შატბერაშვილის ნააზრევი…

„ბედნიერია ის, ვინც თავისი ცხოვრების დასასრულს უკან მოიხედავს და არ შეეკითხება თავის თავს – ვინ ვიყავი, რა ვიყავი და რას ვემსახურეო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიბინძურეს და ნაკლს ისე ეჩვევიან, რომ ამით ამაყობენ და ვერც ამჩნევენ, რომ ამაყობენ”.

* * *

„წარსულის ახსნა და მომავლის გათვალისწინება არის ის გზაჯვარედინი, სადაც ბევრი ადამიანი იბნევა და გაურკვევლობის უღრანში მიაბიჯებს, ცდება და იტანჯება”.

* * *

„უძლეველია ძალა აკვანზე დამღერებული იავნანისა”.

* * *

„ოჯახში ზოგი ერისათვის იბადება, ზოგი თავისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეუძლებელია იდარდო ყველა ერთად”.

* * *

„დროს თავისი ყოველთვის გაუტანია”.

* * *

„ჰყავდათ თუ არა ქართველი ხალხის წიაღში ილიას მკვლელებს წინაპარი, ჰყავდათ თუ არა შთამომავალი… არა. არ მინდა დავიჯერო”.

* * *

„ამბობენ, ადამიანს სიკვდილი ყურთ უდგასო”.

* * *

„სახლი ყველას უნდა ჰქონდეს, რადგან არ არის ჩიტი, რომ ბუდე არ ჰქონდეს, არ არის ქვეწარმავალი, რომ სორო არ ჰქონდეს, არ არის თევზი, რომ დარანი არ ჰქონდეს… სახლი ყველას უნდა ჰქონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>