ლიონ ფოიხტვანგერი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა გერმანელმა მწერალმა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წაკითხვადი ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორმა – ლიონ ფოხტვანგერმა (1884-1958 წლები), თავის დროზე დაწერა დიდი იუმორითა და სარკაზმით გაჯერებული ნოველა-ბიოგრაფია, სადაც ოსტორიული ჟანრის დიდოსტატი ალემანი მწერალი თავის თავს განსაკუთრებულ დამსახურებად ერთობ საინტერესო და მრავლისმეტყველ გარემოებებს უთვლიდა: „მე გადავარჩინე 1 ქალიშვილი დახრჩობას, 2 ჭაბუკი – მსახიობობას, 6 არცთუ ისე უნიჭო ახალგაზრდა – მწერლის პროფესიას, თუმცა, 106 მსგავს შემთხვევაში მე სრულიად უძლური აღმოვჩნდი”. – (ავტორი გენია.ჯი)