ფელიქს მენდელსონი – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის – ფელიქს მენდელსონის (1809-1847 წლები) დიდებული შემოქმედების ერთ-ერთ უდიდეს კრიტიკოსს „ოპერის რეფორმატორად” წოდებული სახელგანთქმული გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ანტისემიტური მსოფლმხედველობით გამორჩეული ვაგნერი კოლეგის მუსიკალურ ნაწარმოებებს „უაზრობად” მოიხსენიებდა და მას პლაგიატშიც კი სდებდა ბრალს. რიხარდს არაერთხელ შეუნიშავს, რომ ფელიქსის სწრაფვა – მიეღწია გენიალურობამდე, განპირობებული გახლდათ მენდელსონის ებრაული წარმომავლობით.

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, გერმანული ნაციზმის ფუძემდებელი – ადოლფ ჰიტლერი, ანტისემიტური გამოხდომების მქონე ვეგნერის მუსიკალური შემოქმედების დიდი მოტრფიალე იყო. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ჟამს, გერმანელი ნაცისტების მიერ მოძულებული ებრაული წარმომავლობის მქონე მენდელსონის გვარი საერთოდ იქნა ამოღებული გერმანული მუსიკის ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. გარდა ამისა, ნაცისტებმა გერმანული ქალაქის – ლაიფციგის კონსერვატორიის წინ განთავსებული ფელიქს მენდელსონის ძეგლიც აიღეს, რომელიც შემდგომ, როგორც ლითონი, – ჯართში იქნა ჩაბარებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>