ჩინგიზ აითმათოვი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული ყირგიზი მწერლის – ჩინგიზ აითმათოვის (1928-2008 წლები) მამა, ყირგიზეთის სსრ-ში ცნობილი პარტიული მუშაკი – ტორეკულ აითმათოვი, საბჭოთა კავშირში 1937 წელს განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, ლიტერატორმა მაინც ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ კარიერა იმ ხელისუფლების დიპლომატიურ სამსახურში აეწყო, რომელმაც წლების წინ მას მშობელი მამა დაუხვრიტა. ყირგიზი მწერალი, რომელიც თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მწერლად პოპულარული გერმანული ინდუსტრიული მეტალ როკ ჯგუფის ვოკალისტს – ტილ ლინდემანს მიიჩნევდა, დიპლომატიური სამსახურის დაწყების გარიჟრაჟზე არაერთხელ ჩავარდნილა ერთობ უხერხულ და, შეიძლება ითქვას, სასაცილო მდგომარეობაში. ერთ მშვენიერ დღეს იაპონიის საელჩოში საბჭოთა დიპლომატებისათვის ბანკეტი იქნა მოწყობილი. აღნიშნულ წვეულებაზე მიწვეული იქნა დიპლომატიურ სამყაროში ახლად ფეხშედგმული აითმათოვი, რომელიც კარგად ვერ ერკვეოდა რიგ ეტიკეტებში. ვახშმის მიმდინარეობისას მაგიდებზე დეკორატიული ყვავილებით გაფორმებული იაპონური კერძი ჩამოარიგეს. ჩინგიზმა იფიქრა, რომ, რადგანაც დეკორატიული ყვავილები კერძზე იყო განთავსებული, ესე იგი, ისინი საკვებად გამოიყენებაო და უპირველეს ყოვლისა, მათი ჭამა დაიწყო გაოცებული პუბლიკის წინაშე. იმასაც ამბობენ, აითმაზოვისათვის რომ მოკრძალებით არ მიეთითებინათ, დეკორატიული ყვავილები კერძის გასაფორმებელ ფუნქციას ასრულებს მხოლოდო, ყირგიზი მწერალი სრულად მოსრავდა იაპონური კერძის გასაფორმებელ ყვავილებსო. – (ავტორი გენია.ჯი)