ფრანც იოზეფ ჰაიდნი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
როდესაც ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლებზე ჩამოვარდება საუბარი, უპირველეს ყოვლისა ისეთი კომპოზიტორების სახელებს მოიხსენიებენ ხოლმე, როგორებიც არიან – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უამრავი მუსიკათმცოდნეა დარწმუნებული იმაში, რომ – რომ არა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი და ვენის კლასიკური სკოლის დიდებული წარმომადგენელი – ფრანც იოზეფ ჰაიდნი, ჩვენ ვერაფერს შევიტყობდით კლასიციზმის ეპოქის უდიდესი ტალანტების შესახებ. ჰაიდნის შემოქმედებას განსაკუთრებით პატივს სცემდა მოცარტი. იოზეფის ყოფილ შეგირდს დროთა განმავლობაში მასწავლებელთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. როდესაც ჰაიდნი მოცარტის რომელიმე ნაწარმოებს გააკრიტიკებდა ან რაიმე სახის შენიშვნას მისცემდა მას, ახალგაზრდა კომპოზიტორი თავის კუმირ მუსიკოსს დიდი გულისყურით უგდებდა ხოლმე ყურს და ყოველთვის ითვალისწინებდა მის რჩევებს. გარდა ამისა, ამადეუსი ხშირად იწვევდა თავის კონცერტებზე ჰაიდნის, რათა იოზეფს სათანადო შეფასება მიეცა მისი ახალი მუსიკალური ნაწარმოებისთვის. მიუხედავად მათ შორის არსებული ასაკობრივი და მსოფლმხედველობრივი სხვადასხვაგვარეობისა, ჰაიდნსა და მოცარტს შორის არასოდეს წარმოშობილა უთანხმოება და კონფლიქტი. ისინი ერთგულ მეგობრებად გაეყარნენ ამიერს. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, როდესაც იოზეფის დაკრძალვის დროს შესრულებული იქნა ჰაიდნის 18 წლით ადრე გარდაცვლილი მეგობრის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ დაწერილი დიდებული მუსიკალური ქმნილება- „რექვიემი”. – (ავტორი გენია.ჯი)